2012 წლის 18 თებერვალს ისანი-სამგორის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ჭადრაკის ტურნირი, რაიონის საჯარო სკოლებს შორის . ასპარეზობა პროექტ „ საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა. 117-ე საჯარო სკოლა ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს და არც ეს ტურნირი ყოფილა გამონაკლისი.
განაცხადთა სიმრავლის მიუხედავად, ტურნირში სულ 8 სკოლა იღებდა მონაწილეობას.
თამაში ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
გუნდებს 3 მოსწავლე ჰყავდათ წარმოდგენილი. კენჭისყრის შედეგად პირველ დაფასთან სვლა 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს.
პირველ დაფაზე მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი სიბაშვილი თამაშობდა, რომლიც არა ერთი ჯილდოსა თუ გამარჯვების მფლობელია ჭადრაკში. მეორე დაფაზე ნიკა ტოტორაშვილი, რემელიც მე-10 კლასის მოსწავლეა, მესამე დაფაზე კი - ანი ჩაჩანიძემ იასპარეზა (11 კლასი).
მოსწავლეები პირველ ტურში 34-ე სკოლის წარმომდაგენლებს შეხვდნენ, მეორე ტურში 89-ე სკოლის მოსწავლეებთან მოუხვდათ თამაში, ხოლო ფინალში 179-ე სკოლის მოჭადრაკეებთან იასპარეზეს.
117-ე საჯარო სკოლის სამეულმა ტურნირის საუკეტესო შედეგი აჩვენა. (9-0)- არც ერთი წაგება, რაც განაპირობა სწორმა სტრატეგიამ და მიზანდასახულობამ.
საუკეთესო მაჩვენებლით გუნდმა I ადგილი მოიპოვა. სიგელები თავად ისანი-სამგორის რაიონის პროკურორმა ვალერი ლაცუზბაიამ გადასცა მოსწავლეებს.
ტურნირი საინტერესო და იღბლიანი აღმოჩნდა 117-ე საჯარო სკოლისათვის.
სკოლა მზადაა სხვა ასეთ მრავალ ტურნირში გამოსცადოს ბედი და გამარჯვება მოიპოვოს!